რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის „პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებას ეხმაურება. მისი განცხადებით, გაზის გაძვირებული საფასური ავტომატურად აისახება პურის, სხვა საკვები პროდუქტისა და ტრანსპორტის ფასებზე.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ენერგომატარებლებზე ტარიფები შემცირდება და დაბალ ნიშნულზე ჩამოვა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ" ბუნებრივი აირის მაღალი საფასურის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, კოლეგიამ საკითხი ამ დრომდე არ განიხილა.

„კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება მოგვილოცა გაზის გაძვირებით, ის უკვე 80,5 თეთრია. შეტანილი გვაქვს სარჩელი გაზზე უკანონო გაძვირებების შესახებ და არ ეღირსა განხილვა მაშინ, როდესაც ამ სასამართლომ დაჩქარებული წესით დააკანონა ნარკოტიკების მოხმარება და სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა ჩვენს ახალგაზრდობას. არანაირი საზღვარი არ აქვს მაფიის თარეშს, მათ უკვე არ ეშინიათ ხალხის," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×