(რეზონანსი) ბერძნული გემთმფლობელი კომპანია Lotus Shipping- ი განცხადებას ავრცელებს გაუჩინარებულ გემ „პანტელენას" შესახებ, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ გემი 14 აგვისტოს გაბონში (დასავლეთ აფრიკა), ლიბრევილის პორტიდან 31 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და მასთან კავშირი 02:00 საათის შემდეგ არ დამყარებულა.
„ჩვენ, „ლოტუს შიფინგის" წარმომადგენლები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რადგან გემზე მყოფი ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. გვინდა ვთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს ამ მძიმე პერიოდში და არ გაასაჯაროონ მათი სახელები და გვარები", - წერია Lotus Shipping-ისგანცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპატრამენტის დირექტორის მოადგილის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, „არსებობს იმის ალბათობა, რომ ხომალდის დაკარგვა მეკობრეობასთან იყოს დაკავშირებული,"