რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად - ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Новое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები არჩევნების ფალსიფიცირების უფლებას არავის მისცემენ.

„როგორც კი „ქართული ოცნება" წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×