რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პარტიის ოფისი, სავარაუდოდ, გამთენიისას გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლების თქმით კი, ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. ჯამში, წაღებულია 5 კომპიუტერი.

პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ქურდობა, რადგან მისივე განცხადებით, ოფისიდან არ არის წაღებული ძვირადღირებული ტექნიკა.

პარტიის წევრების თქმით, არ არის გამორიცხული რომ დანაშაული კონკრეტული უწყებების მხრიდან წინასწარ მზადდებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×