რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან ერთი ჩასუნთქვით 6 ცალი სტანდარტული რუბიკის კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის შედეგი გააუმჯობესა.

„წყალში რუბიკის კუბის აწყობა დაახლოვებით ნახევარი წლის წინ დავიწყე და თავიდანვე ვცდილობდი, რომ გინესის რეკორდი მომხსნა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შეუძებელია ამდენი ხანი წყალში იყო თან როდესაც ამომგდები ძალა არის და ენერგია ყველანაირად გეხარჯება. მაგრამ, საბოლოოდ შევძელი", - ამბობს ქართველი რეკორდსმენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×