(რეზონანსი) მმართველი გუნდში ჯერ არ აცხადებენ დაუჭერენ თუ არა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც გუნდი სალომე ზურაბიშვილის გეგმებს და ხედვებს გაეცნობა.
„ცალსახა პოზიცია, დავუჭერთ თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, როდესაც გუნდი მოისმენს მის ხედვებს, მიზნებს, გეგმებს გავეცნობით და გაცნობის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული იქნება საერთო პოზიცია, სადაც უკვე გახდება ცნობილი, მხარს დავუჭერთ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატს,"- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა