რეზონანსი
18.08.2018

 ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს. სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება.

ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში - ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთს კი - ბესიკ ამირხანაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×