რეზონანსი
18.08.2018

 კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტასა და თელავში სტიქია მძვინვარებს.ელექტროენერგია არ მიეწოდება თელავს. ქალაქის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის რამდენიმე კერძო სახლსა და სარდაფებში წყალია შევარდნილი.სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექის გატარება ვერ შეძლეს. სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტები დაზარალა. როგორც "აიპრესის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ჯერჯერობით ადგენენ ინფორმაციას იმის შესახებ, დაზარალდა თუ არა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა. სტიქიის ზინაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. იოსებ ქარმაშვილის თქმით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც წაქცეული ხეები. თელავში სეტყვამ,რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა, მნიშვნელოვნად დააზარალა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ბოსტნეული. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი ქარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×