შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე ნატანებში მცხოვრები მევლუდ თეზიაშვილი დააკავა. 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის ამბავი 15 აგვისტოს გახდა ცნობილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოზარდი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცნობილი გახდა, რომ გოგონას მამაკაცი სექსუალურ ნიადაგზე აშანტაჟებდა. მევლუდ თეზიაშვილი მოზარდმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. 22 წლის ბიჭი გოგოს მიმოწერის გამჟღავნებით ემუქრებოდა, რის სანაცვლოდაც მას სექსულური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა. ამის შემდეგ უკვე შანტაჟი აღნიშნული ფოტო და ვიდეო გამოქვეყნების მუქარით დაიწყო, რასაც გოგონას თვითმკვლელობა მოჰყვა
16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. იგი "კურიერმა" მოიპოვა:
"ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და ისე შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ, "დაჟე" ბავშვზეც მელაპარაკა, მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა. თურმე თავისი ძმაკაცი მწერდა იმის "ფეისბუქიდან". მითხრა, იმას თუ არ გავაკეთებდი, რასაც ვეტყოდი, ჩვენს "ესემებს დასქრინავდა" და შენ და მამიკოს გამოგიგზავნიდათ. ამას კი ვერ გადავიტანდი და დავთანხმდი. ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი. ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს", - წერს არასრულწლოვანი.