რეზონანსი
18.08.2018

 მოქალაქე ნინო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს იმაზე, რასაც თავად შეესწრო მატარებელში:

,,არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ აუცილებლად უნდა დავწერო! თბილისის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით ვმგზავრობ, აქოთებულია ვაგონი „პლანის“ სუნით… უსირცხვილოდ ეწევიან, თან უკვე ალბათ „მოქმედებს“ და კვდებიან სიცილით: სანამ ჩავალთ, კიდევ ერთხელ მოვასწრებთო… ამ დროს ვაგონი სავსეა პატარა ბავშვებით”, – დაწერა ნინო ჯანაშიამ. 

მას კომენტარებში ასე ეხმაურებიან:

,,დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა არაკანონიერია და პლანის არა?” 

,,ძალიან მარტივი ასახსნელია – ნარკოლეგალიზაცია სწორედ მომავალი თაობების მოსაწამლად გადადგმული ნაბიჯია. 

,,მატარებელში არ ვიცი ნამდვილდ, რა ხდება, მაგრამ ერთ საღამოს აგარაკზე ფანჯრები ჩავრაზეთ, რომ დაგვეძინა, ისეთი საშინელი კვამლით გაგვავსეს მეზობელი ეზოდან, კინაღამ გაგვგუდეს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×