რეზონანსი
19.08.2018

ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, 17:00 საათიდან, კახეთში ჩრდილო-დასავლეთიდან უპრეცენდენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბელი შემოვიდა, რომელმაც უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები შემოიტანა.

"რეგინფოს" ცნობით,ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა. ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად კი 200-მდე რაკეტა გაისროლეს.

„სეტყვისაწინააღმდეგო სისტემამ ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა.მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს. კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო, დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა. 

20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში, უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა“, - განუცხადეს "რეგინფოს" ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×