რეზონანსი
19.08.2018

 საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ნიაღვარი მოედინება.

უწყების ცნობით, წყლის დაგუბების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

„მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე. წყლის დონე მდინარეებზე სტაბილურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული და კოორდინაციის რეჟიმშია“, – აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის დედაქალაქში ნალექმა დაიკლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×