"მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა, საერთოდაც, არაფერი შეიცვლება, პატარა ტირილი, ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ყველას სიკვდილი ამას იწვევს, არავინ არავის გადაყვება თან და ეს არცაა საჭირო," - ასე იქყება 18 წლის მათე კვარაცხელიას "ფეისბუკში" გავრცელებული განცხადება, რომელიც მან თვითმკვლელობის წინ გაავრცელა.
გუშინ კი მამამ მათე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვა. შემთხვევა, თბილისში, მუხიანის დასახლებაში მოხდა.
გამოსათხოვარ წერილში ახალგაზრდამ დაწერა: "თუ მოვკვდები, არ გამართონ უაზრო ქელეხი, სმა-ჭამა და ყოველივე მარაზმული, რაც ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ. არ იდგეს სადარბაზოსთან რიგები, არ იდოს ჩემი კუბო შუა ოთახში და არ ისხდნენ ჭირისუფლები ჩემ გარშემო სკამებზე, ამას კატეგორიულად მოვითხოვ. უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი".
მან ადამიანები ჭიანწველებს შეადარა: " სოციუმს ყოველთვის ისე აღვიქვამდი, როგორც უწესრიგოდ მოფუსფუსე ჭიანჭველებს… ადამიანები მუდამ დადგენილ სქემებს მიყვებიან: იზრდებიან, ჯერ ბაღში მიდიან, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში აბარებენ, მუშაობას იწყებენ, თხოვდებიან-ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს, ზრდიან მათ, მერე შვილიშვილებზე ზრუნავენ და ბოლოს კვდებიან. შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მეშინია დადგენილი სქემით ცხოვრების. ალბათ, ბედნიერება სწორედ ეს არის და მე ამას ვერ ვიაზრებ, არ ვიცი… ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი მაშინებს, რომ მეც ამ მოფუსფუსე ჭიანჭველებიდან ერთ-ერთი ვარ და ვერასდროს ვიქნები სოციუმისგან განსხვავებული…"

