რეზონანსი
19.08.2018

 საგანგებო სიტუაციების სამსახურში 127 შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 18 აგვისტოს 22:21 საათიდან 02:00 საათამდე ძლიერი წვიმის შედეგად 127 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდა.

„წყნეთის ქუჩაზე მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

ქუთაისის ქუჩაზე დაიტბორა სკოლის პირველი სართული – წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

მაყაშვილის ქუჩაზე ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

სულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს.თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×