რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის

ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით

მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×