რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა.

9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში. დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×