რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. პროცესი გვიან ღამით დასრულდა.

მორიგი სასამართლო პროცესი ორ თვეში გაიმართება.

დაკავებულს წაყენებული ბრალიც დაუმძიმდა. გამოძიება მას გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასაც ედავება.

დაკავებული 22 წლის ახალგაზრდა ინტერნეტით გაცნობილ გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებით აშანტაჟებდა, რის შედეგადაც სოფელ ნატანების მკვიდრმა 16 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×