რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მეორე დაღუპული კი რუსეთის მოქალაქეა.

რაც შეეხება დაშავებულებს, რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, 9 დაშავებულიდან 7 რუსეთის, 2 კი - საქართველოს მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×