რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) აი რას წერს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ირანელი მოქალაქეებისთვის ჰიჯაბის მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით:

„ირანის საელჩოსა ხელისუფლებას ვთხოვ განმიმარტონ:- საერთოდ რაში სჭირდება პასპორტი ქალს, რომელიც არ იხდის ჩადრს და სსახე არ ანახებს მესაზღვრეს და არც პოლიციელს? მაშინ, მოდით ჩამოვიფხატოთ ყველამ ჩადრები, შევიმოსოთ მაგათ როგორც აცვიათ ისე ქალიან -კაციანად ყველა და იალა - ვიჯლიგინოთ მსოფლიოს მასშტაბით არა?

„აბა, რა ვიცი იმ ჩაშავებულ ფეხის ტერფიდან შუბლამდე შავ „ჩაფართხუნებულში" ქალია თუ კაცი? იმ დღეს „დომინოსთან" იყვნენ თავმოყრილი ერთი თხუთმეტი მაგისთანა და უკან გამოვბრუნდი, აღარ შევედი შიგნით - მართლა შემეშინდა დედას ვფიცავარ! მე მოვითხოვ საქართველოში აიკრძალოს სახეზე ჩამოფარებული „რაღაცით საირული ქუჩაში! იქნება ეს „ჩადრი" თუ ვიღაცის რელიგიური ატრუბუტი თუ უბრალოდ რამე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა! დაფარული სახით ქუჩაში გადაადგილება აიკრძალოს!" - წერს ბაკურ სვანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×