რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.

როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში, ტრადიციული ქადაგებისას აღნიშნა, ფერიცვალება არის დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს.

„ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, მიდის მაღლა ან ეშვება დაბლა. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, ვიაროთ სრულყოფისკენ კიბეზე. ეს აუცილებელია. ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ, რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თავისი დიდებით. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერისცვალების ღირსი გავხდეთ", - აღნიშნა ილია მეორემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×