რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დიკლოში სასაზღვრო პოლიციის პოსტი მუშაობს და ქართველი მესაზღვრეები მოვალეობებს შეუფერხებლად ასრულებენ.

„2018 წლის 19 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავიდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ.

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×