რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა დაზარალებულებს მინისტრთან შეხვედრის დეტალები გააცნო. იოსებ ქარუმაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ ფულადი კომპენსაცია არ გაიცემა და დაზიანებულ ყურძენს ღვინის კომპანიები ჩაიბარებენ.

ფერმერები მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მოსავალი სრულად განადგურებულია და სახელმწიფოსგან ანაზღაურებას მოითხოვენ.

„ქარხნები ჩაიბარებენო, რომ გვითხრეს, ვისაც სრულად გაგვინადგურდა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! ამდენი ხარჯი გავწიეთ, მოყვანილი მოსავალი სულ გაგვინადგურდა. ვითხოვთ ფულად დახმარებს", - აცხადებენ დაზარალებული ფერმერები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×