(რეზონანსი) კახეთში სეტყვისგან დაზარალებული გლეხები დახმარებას ითხოვენ, რის გამოც საპროტესტო აქციას მართავენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა საგანგებო შტაბის შეთავაზება. უკმაყოფილო გლეხებმა ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს.
დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას, შხამ-ქიმიკატების შეძენაში დახმარებას და საბანკო კრედიტების გადახდის გადავადებას ითხვენ.
მოსახლეობა ირწმუნება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები არ მუშაობდა და ზოგ მოსახლეს მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა.
ხელისუფლება დაზარალებულებს დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაში დახმარებას სთავაზობს. ასევე, ადგილობრივებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გუშინ მოსულმა სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა, სოფელ მატანში კი საცხოვრბელი სახლის ნაწილის ჩამოინგრა.