(რეზონანსი) ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" პროგრამის კოორდინატორი, შოთა ჯაბუა, სოფელ ნატანებში შანტაჟის გამო 16 წლის გოგს თვითმკვლელობას ეხმაურება, რომელიც მიიჩნევს, რომ დამნაშავე სწორედ ის საზოგადოებაა, რომელიც ასე ადვილად იმეტებს ნებისმიერ ადამიანს და დაუფიქრებლად აქცევს მას მსხვერპლად.
„გურიაში გოგომ თავი ჩამოიხრჩო, ვიღაც ნაძირალას გამო, ცოტა ხანი ვიშვიშს გავმართავთ და დაგვავიწყდება, არა და იქნებ გვეფიქრა, რომ ჩვენი ბრალია, ამ გოგოს ვიდეოები, რომ გამოექვეყნებინათ, უარესს დავმართებდით, დავცინებდით, გავაზირაბდით, ბულინგის მსხსვერპლად ვაქცევდით.
„ჩემი და თქვენი ბრალია ამ გოგოს სიკვდილი რადგან საზოგადოება ვერ ჩამოვაყალიბეთ, იმის ცხოვრება გვაინტერესებს და არა ჩვენი, იმის სექსუალური ცხოვრება გვაინტერესებს, რადგან ჩვენი არ გვაქვს. არ მითხრათ ახლა ვინმე მხარში ამოუდგებოდაო, ისე ერთიანად გავათახსირებდით როგორც ბევრი სხვა გაგვითახსირებია. ერთი სოფლელი ქალი ამბობდა, აგი სოფელია და ალბათ შეეშინდა და შერცხვაო. ჰო, მართალია ეს ქალბოტონი, მისი, ჩემი და თქვენი შეეშინდა"- წერს შოთა ჯაბუა სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე