რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთის პირველი ლიგის თამაშში, სადაც „ნიჟნი ნოვგოროდი" „სოჭთან" გასვლით შეხვედრას მართავდა, „ნიჟნი ნოვგოროდის" უკრაინელმა მცველი ვიტალი ფედორივი ჰიმნის შესრულების დროს რუსეთის დროშისკენ არ შებრუნდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც „ნიჟნი ნოვგოროდის" სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა, რუსულმა მედიამ და გულშემატკივრებმა ფედორივის საქციელი გააკრიტიკეს.

დღეს კი კლუბის პრესამსახურმა განმარტა, რომ უკრაინელს რუსების მიმართ უპატივცემულობა არ გამოუვლენია და ის უბრალოდ ლოცულობდა. თავად ფეხბურთელიც იმავეს ამტკიცებს და ამბობს, რომ ის როგორც მორწმუნე ადამიანი, თამაშის წინ ლოცულობს.

თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი ფაქტი არ არის. ფედორივი ანალოგიურად „მორდოვიასთან" მატჩის დროსაც მოიქცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×