(რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია, დაზარალებულებს ხელისუფლებამ კომპენსაცია გადაუხადოს, ასევე აუცილებელია გლეხები მიწის გადასახადისგან გაათავისუფლონ და საბანკო კრედიტების გადავადებაში დაეხმარონ.
„მთლიანად განადგურებულია უმეტეს ადგილებში მოსავალი იმ დროს, როდესაც ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. თუ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიიღონ შემდეგი ზომები, გაათავისუფლონ დაზარალებულები მიწის გადასახადისგან, გადაუვადონ, დაეხმარონ აღებული კრედიტების გადავადებაში და აუცილებლად გადაუხადონ კომპენსაცია. იმიტომ, რომ ისედაც გინდა კახეთი იყოს, გინდა გურია, გინდა რაჭა, გინდა ლეჩხუმი იყოს, საქართველოს მოქალაქე არის ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.