რეზონანსი
19.08.2018

 (რეზონანსი) „სახელმწიფოს აღარ გააჩნია ავტორიტეტი", - ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ქართველი მოჭიდავეების თემაზე საუბრის დროს.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარკვეულ ჟესტებს. მოჭიდავეების შემთხვევამდე იყო კლუბ „ბასიანის" არაფრიდან გამოწვეული სკანდალი. ჩემი აზრით, გარკვეულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ამით ყურადღების მიქცევა. პრობლემაა, როცა საოკუპაციო ზონაში ჩადიხარ და მღერი, ან მიდიხარ და პუტინს უმღერი. ზოგადად კი მუსიკოსის ჩასვლა რუსეთში არ მიმაჩნია პრობლემად. რაც შეეხება მოჭიდავეებს - მე, უბრალოდ, ერთი კითხვა მიჩნდება: იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრე, წარმოადგენს კი საქართველო იმ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია რაღაც პრინციპი ჰქონდეს? სახელმწიფოს აღარ გააჩნია დღეს ავტორიტეტი, სახელმწიფო არის ის, რისგანაც დღეს ადამიანები პირიქით - თავს იცავენ. ეს არის მთელი პრობლემა.

„ჩვენი მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ვერ მოიძებნა პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ხედვა აქვს და გააზრებული სტრატეგიები. ჩვენთან პოლიტიკის ცნებაც გამქრალია. საქართველოში პოლიტიკოსს სტატუსი სჭირდება იმისთვის, რომ ეს იყოს რაღაც ქოლგა თავისი ბიზნესისთვის. დავხედოთ პარლამენტის დეპუტატებს - რა ხალხია ისინი, ბიზნესმენები, მსახიობები. რა კავშირი აქვთ მათ პოლიტიკასთან და როგორი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ მათ. როდესაც სახელმწიფოს უმაღლეს ფენებს არ მოეთხოვება პასუხი, მოჭიდავეებს გადავატეხოთ ჯოხი, ეს უსინდისობა მგონია", - ამბობს გიორგი მაისურაძე „ბათუმელებთან".

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან, ჯამბულატ თადეევთან ერთად გადაიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×