რეზონანსი
19.08.2018

17 აგვისტოს, გვიან საღამოს, უკრაინის რადიოსადგურის "ახალი დროის" პროგრამაში “პასუხის გაცემის დრო” ჟურნალისტი ვიტალი სიჩი სკაიპის მეშვეობით ესაუბრა ამსტერდამში (ნიდერლანდები) მყოფ მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს. მას კითხვა ყოფით საკითხებზეც დაუსვეს:

"მე სინამდვილეში ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი წესია. ვკითხულობ ლექციებს სპიკერების აკადემიაში. ეს ჰოლანდიური აკადემიაა, რომელშიც დრო და დრო, კვირაში რამდენიმეჯერ ლექციების ჩატარების უფლებას მაძლევს. ამას წინათ ერთ-ერთი ქალაქის კომპანიების ხელმძღვანელთა დიდ ჯგუფს წავუკითხე ლექცია ინფორმატიკაში, რისთვისაც ფული გადამიხადეს.

ახლა ვემზადები 2000 სტუდენტის წინაშე გამოსავლელად ფრიბურის უნივერსიტეტში, იქაც ფულს მომცემენ, თუმცა მაინც არ მყოფნის. საერთოდ, პირდაპირ გეტყვით, რომ ფინანსურ საკითხში გაჭედილი ვარ, მაგრამ მე ამით ვამაყობ. ვამაყობ, რომ არაფერი არ მომიპარავს", - აცხადებს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×