სამხედრო ექსპერტი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:
„ნებისმიერმა საჯარო მოხელემ, როგორც სამსახურის დაწყებისას, ასევე სამსახურის პერიოდში, უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი. მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის (მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების თავმჯდომარეეები და მათი მოადგილეები, გუბერნატორები, მერები) ნარკოტესტის ჩაბარება აუცილებელი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ. ტესტების ჩაბარების ადგილები და დრო უნდა იყოს საჯაროდ გაცხადებული, რათა მედიას და არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს კონტროლის საშუალება.
იმ ფონზე, როცა ლამის აგიტაცია ხდება ნარკოტიკების მოხმარების, ხოლო პროფილაქტიკა ფაქტიურად არ არსებობს, საჯარო სექტორში უმკაცრესი კონტროლი უნდა დამყარდეს.
აბა, დაფიქრდით, საბანკო სფეროში ან სხვა სერიოზულ ბიზნესში გააჩერებენ ნარკომომხმარებელს? არა.
აბა, ბიუჯეტის ხარჯზე რატომ უნდა კაიფობდნენ?", - წერს ამირან სალუქვაძე.