რეზონანსი
19.08.2018

 ბიზნესმენი თემურ ჭყონია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის საქმიანობას აფასებს და ამბობს, რომ გბახტაძემ შეიძლება ისეთივე “გასროლები” ვეღარ გააკეთოს, როგორიც დღგ-ის ავტომატურად დაბრუნება იყო.

მისი თქმით, ბიზნესმენებისთვის ერთგვარი შეურაცხყოფა იყო, როცა მიდიოდნენ და საკუთარ ფულს უკან ითხოვდნენ, თუმცა ეს მიდგომა მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახდა. 

“შეიძლება მამუკა ბახტაძემ მსგავსი “გასროლები” ახლა ვეღარ გააკეთოს, რადგან მეტი ვალდებულებები აქვს და ყველა თემას თანაბარი დრო სჭირდება, თან მეტადაც ფრთხილობს”, - აცხადებს ჭყონია. 

ბიზნესმენის აზრით, მთავარია, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის რანგში რეფორმების გატარება არ შეწყვიტოს და ის ტემპი, რომელიც  ფინანასთა მინისტრობის პერიოდში „აკრიფა“, შეინარჩუნოს. 

“შეიძლება ეს ისეთივე ტემპი არ იყოს, მაგრამ დაბალი ტემპით არ უნდა ვიაროთ”, - აცხადებს "ბიემთან" ბიზნესმენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×