რეზონანსი
20.08.2018

 დატბორვის საფრთის წინაშე დგას მესტია და მასთანე რთად 7-მდე სობელი. ლეხზირის მყინვარის თანდათან დნება, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მყინვარის ჩამოწოლა გარდაუვალია, ამას კი ღვარცოფი და წყალდიდობა მოჰყვებ, მათ ბავშვები ტერიტორიიდან უკვე გაყავთ.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მდინარე მესტიაჭალის ადიდებით სვანეთი, შეასძლოა, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ადგილობრივები მყინვარზე გეოლოგების ჩასვლას და პროცესების შესწავლას ითხოვენ. მყინვარზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას მესტიელები ჭალაჰესზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებენ. ისინი განმარტავენ, რომ ნაპრალგაჩენილი მყინვარის ჩამოშლა სამშენებლო აფეთქებებით კიდევ უფრო დაჩქარდა.

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ადგილზე მუდმივად მუშაობენ გეოლოგები და მესტიის დატბორვის საფრთხე არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×