რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. ახალი სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელია ინიშნება,

გურიის რეგიონის გუბერნატორი - ზურაბ ნასარაია

სამცხე-ჯავახეთი - ბესიკ ამირანაშვილი

მცხეთა-მთიანეთი - შალვა კერესელიძე

ქვემო ქართლი - შოთა რეხვიაშვილი

შიდა ქართლი - გიორგი ხოჯევანიშვილი

იმერეთი - შავლეგო ტაბატაძე.

პრემიერის განცხადებით, საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორების მოადგილეების პოსტებსაც. ბახტაძის თქმით, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტს ნინო ვიბლიანი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ჭუბერუს მერის მოადგილე იყო.

შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი. გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, თანამდებობებს ინარჩუნებენ - კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×