რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება ახალი რწმუნებულების წარდგენამდე ერთი საათით ადრე სოციალური ქსელით გაავრცელა, მუშაობას თბილისში გააგრძელებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭანუყვაძე გუნდში რჩება

„მერაბ ჭანუყვაძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა მაშინ თხოვნა იყო, რომ დარჩენილიყო გარკვეული პერიოდი, თუმცა გუშინ შედგა შეხვედრა მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ის რჩება ჩვენს გუნდში, ის გადმოვა თბილისში, უბრალოდ იქ ახალი ადამიანი წარუძღვება რეგიონს,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინაც დაწერა, თუმცა მაშინ ის პრემიერმა არ დააკმაყოფილა. მეორე ანცხადება კი მან დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×