რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) უკრაინელი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყანა აღარაა. გორდონის თქმითვე, ელიტის წარმომადგენლები ზემოთქმულს არ აღიარებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილისგან ფულად დახმარებას იღებენ.

„სააკაშვილი ცუდია, ყველა ამბობს. ვნახე საქართველო სააკაშვილამდე, სააკაშვილის დროსაც, სააკაშვილის შემდეგაც და ვამბობ, რომ სააკაშვილი არაჩვეულებრივია. მან დაამყარა წესრიგი საქართველოში. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მე ვცხოვრობ ასეთი პრინციპით: ვხედავ საკუთარი თვალით, ველაპარაკები ხალხს და ვიცი, რასაც ვამბობ. ჩამორჩენილი, კორუმპირებული, არეული და ღარიბი საქართველო მან აყვავებულ ქვეყნად აქცია.

„ეს იყო კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ყველას ყველგან ნათესავი ჰყავდა. ვესწრებოდი ოფიციალურ მიღებას. ჩავედი თბილისში. შეკრებილი იყვნენ სახალხო არტისტები. ესწრებოდა კონსერვატორიის რექტორიც. შესანიშნავი ხალხი. შეასრულეს ნაწარმოებები, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ მე ვთქვი, რა ყოჩაღია სააკაშვილი. მათ კი მითხრეს, სრულებითაც არა. რომ ვკითხე, რითია უკეთესი ივანიშვილი, მიპასუხეს: ის პენსიაზე ფულს გვიმატებს. ყველა არტისტი მის დოტაციაზეა. სააკაშვილი კი არ უხდიდა. მან ასეთი ქვეყანა აუშენა და თურმე ცუდია. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელსაც გაზპრომში აქციები ჰქონდა, ფულს უხდის და თურმე ამიტომ კარგია,"- განაცხადა გორდონმა უკრაინული ტელეარხის ეთერში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×