რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე სოფელ ნატანებში, შანტაჟს გამო 16 წლის გოგოს თვითმკვლელობას ეხმაურება:

„ბავშვობაში დამზაფრა ამ ამბავმა - რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შესტყობოდა ეს "უბედურება და სირცხვილი". შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს. 17 წლის გოგო დაიჭირეს ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის. დანარჩენი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და უფლებები ბედნიერებაზე.

„განდევნეთ შიში თქვენგან. საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ეკუთვნით. ძალადობას თუ არ დაუპირისპირდები, მინიმუმ ფეხებზე უნდა დაიკიდო მისი არსებობა. და თუ გრძნობ, რომ შენი საკუთარი ძალა არ კმარა სიტუაციის არსში გასარკვევად, იპოვე ვინმე, თუნდაც უცნობი და ელაპარაკე შენს პრობლემაზე", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×