რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების აპელაციის შედეგები სამშაბათს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდება. ინფორმაციას „edu.aris.ge" ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც წესი, ეტაპობრივად ქვეყნდება თითოეული საგნის სტატისტიკური მონაცემები, რის მიხედვითაც ცნობილი ხდება რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა და რამდენმა აპლიკანტმა მიიღო მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა - დამატება, გადაადგილება, წაშლა, 22 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×