(რეზონანსი) მამა პეტე კოლხი სოფელ ნატალებში, შანტაჟის გამო, 16 წლის გოგონას თვითმკვლელობას ფეისბუქზე ეხმაურება:
„ნატას
შენ ნიღაბი ჩამოხსენი ,,უცოდველ" საზოგადოებას... მაგრამ განა რამდენი ნიღაბი აქვს, რით ვერ დამთავრდა... არა ნატა, არ არსებობს ნიღაბი... ეს საზოგადოების ნამდვილი სახეა... ნუ შევალამაზებთ. ის ძალიან დაუნდობელი, საშიში, ტირანი და დესპოტია... სინამდვილეში ხომ იმის შეგეშინდა - ,,რას იტყოდა ხალხი"... ნატა, რა აზრის აქვს, ბრბო რას იტყვის... არც იმას აქვს აზრი, საერთოს იტყვის თუ არა... შენ სინდისი ხარ, სინათლე და სილამაზე...
ვერ განვსჯი იმას, ვინც ასე მოგექცა... ისიც საზოგადოების მსხვერპლია... იმ საზოგადოების, რომელიც შანტაჟის, მუქარის, სიმხდალის, სილაჩრის, არაკაცობის, დაშინების წიაღში წარმოიშვა...
ნატა, როგორი მგრძნობიარე, სუფთა, ფაქიზი ყოფილხარ... შეგრცხვა, მოგერიდა... ჭორიკანა ხალხთან დამალობანა ითამაშე... ყველას ისე დაემალე, რომ მარტო ღმერთი გიპოვნის!", - წერს მამა პეტრე კოლხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე