(რეზონანსი) თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავალი გზა ჩაინგრა და მოზარდი ორმოში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა სკვერში სკეიტით მოძრაობდა რა დროსაც ორმოში ჩავარდა.
იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ცნობით, მოზარდს ზედაპირული დაზიანებები აქვს. მათივე ინფორმაციით, გოგონას ჩაუტარდა ყველა სახის კვლევა და ამჟამად დაკვირვების ქვეშაა.
რა გახდა ფეხით მოსიარულეების სავალი ნაწილის ჩანგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.