(რეზონანსი) კიევის ყოფილი მერი და საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუქზე წერს:
„მამაკაცი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ პედოფილიაში სცნო დამნაშავედ და მიუსაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდუმლოდ იღებდა ვიდეოკამერით არასრულწლოვანს
და რა გგონიათ, მეგობრებო? 9 წელიწადში ეს ადამიანი ციხიდან გამოვა და თქვენი შვილების გაუპატიურებას შეწყვეტს? ის ათასჯერ უფრო მეტად საშიში გახდება! სამწუხაროდ, მსოფლიოში იბადებიან პედოფილებიც, ნეკროფილებიც და სხვა ნაძირლებიც, მათი სქესობრივი ლტოლვა არ ინკურნება. ის გენეტიკურია!
წარმოიდგინეთ, რას იზამდა მამაკაცი, რომელსაც არ ექნებოდა მეუღლესთან სექსუალური კავშირი? ის დაიტანჯებოდა და ვნების დაკმაყოფილებას შეეცდებოდა სხვასთან, სხვა შემთხვევაში, ვერ შეძლებდა, სწავლას, მუშაობას, გაგიჟდებოდა! ასევეა, მაგალითად, ნეკროფილი, მას არ შეუძლია არ დატკბეს გვამით. სად უნდა იშოვოს ის? მორგი დაცულია, ესე იგი, უნდა მოკლას! რამდენი გვამი სჭირდება? და რამდენი სჭირდება თვეში ჯანმრთელ მამაკაცს ვნება რომ დაიკმაყოფილოს ცოლთან? აი, სწორედ ამდენი სჭირდება მასაც!
მოვკლა, მოვკლა, მოვკლა - მხოლოდ ამით ცხოვრობს ასეთი ავადმყოფი. ასეთია მისი ბუნება, ეს არ ინკურნება და ის ციხიდან უფრო უარეს მკვლელად გამოვა! და რა უნდა ვქნათ? როგორ დავიცვათ ქართველი პატარები, ქალები მკვლელობისა და პედოფილიისგან? მხოლოდ ქიმიური კასტრაციით!
ეს მხოლოდ აბია და მეტი არაფერი... ადამიანი კვლავ ადამიანად იქცევა, მაგრამ არაფერი „აღარ უნდა" - არც ბავშვები, არც გვამები! ხოლო, თუ კასტრაციაზე უარს აცხადებს, მაშინ ციხეში სამუდამოდ უნდა ჩასვან! ასე ხდება უამრავ განვითარებულ ქვეყანაში! ასე უნდა ხდებოდეს საქართველოშიც!" - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე