რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად გერმანულ ენაზე კიდევ ერთი რომანი ითარგმნა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გოდერძი ჩოხელის რომანი „წითელი მგელი" გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის, Frankfurter Verlagsanstalt მიერ გამოიცა.

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა. რომანი სხვა გერმანულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად ფრანკფურტის 2018 წლის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველო წელს მთავარი სტუმარი ქვეყანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×