რეზონანსი
20.08.2018

20 აგვისტოდან ე.წ. კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა.კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალათ.

დაუშვებელი ხდება ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის,  სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო - სამეურნეო მანქანის დამხმარე  საშუალებების, მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით;

ასევე კერძო გამსესხებელს აღარ შეეძლება მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული  მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება.

კიდევ ერთი ცვლილება ლარით ფასდადებას ეხება. მაგალითად,  განვადების ან ლიზინგისას, თუ  დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე)   100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია, არ შეიძლება უცხოურ ვალუტაზე იყოს მიბმული. 

უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში კი კრედიტორმა  ფული  მსესხებელზე უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×