რეზონანსი
20.08.2018

 "ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია იმაზე, დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, რომელიც კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. უკვე არის სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეა. "კურიერმა" შესაბამისი კითხვით მიმართა დიპლომატს. კითხვაზე, იყო თუ არა მასთან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე მოლაპარაკება ზურაბ აბაშიძე ასე პასუხობს: 

"მოდით, ოფიციალურ კითხვაზე, ოფიციალურად გიპასუხებთ: რომ დავბრუნდები ამ დღეებში თბილისში, გავიხედავ, გამოვიხედავ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×