რეზონანსი
20.08.2018

 "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ადასტურებს, რომ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილებაზე მსჯელობა იყო. 

"მსჯელობა იყო რამდენიმეჯერ, მაგრამ ჯერჯერობით სავარაუდო არჩევანი კეთდება იმაზე, რომ იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი. პრინციპული გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს მხარდაჭერილი, ეს გუნდში მიღებულია. თუმცა, არსებობს ასეთი აზრიც, რომ საკუთარი კანდიდატით გამოვიდეს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე. გუნდში უმრავლესობა მხარს უწერს დამოუკიდებელი კანდიდატის იდეას", - განაცხადა ხუნდაძემ.

მმართველმა გუნდმა საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბრამდე უნდა მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×