რეზონანსი
20.08.2018

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, წითელას გავრცელების შემთხვევები ევროპაში 2017 წლის პირველ 6 თვეში გაორმაგდა. საქართველო ამ მაჩვენებელში ერთერთ პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოს იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ 6 თვეში 1000–ს გადაჭარბა: იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სერბეთი, უკრაინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ყველაზე მეტი, 23 000, შემთხვევა უკრაინაში გამოვლინდა. წითელას გართულებების გამო გარდაიცვალა 32 ადამიანი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 20 აგვისტომდე წითელას 1313 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გართულებების გამო 2 ადამიანი დაიღუპა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ წითელა ძირითადად 20–დან 40 წლამდე აუცრელ პირებს გადაედებათ. ასევე დაუცველი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებს არ აქვთ გავლილი იმუნიზაცია. პაატა იმნაძის განმარტებით,  წელიწადნახევარია რაც კამპანიას აწარმოებენ მოსახლეობის მისაზიდად, თუმცა 20–40 წლამდე ადამიანების 10 % კვლავ აუცრელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×