რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათში 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირების დროს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ავტომობილი გააჩერეს. მანამდე მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

ავტომანქანის იძულებით გაჩერების შემდეგ, მოქალაქე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრალდებული დაკავებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×