რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) თბილისში, დადიანის ქუჩაზე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობს მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

როგორც მსახიობმა ზაალ კუპრაშვილმა აღნიშნა, ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.

„შეიძლება გულმა უღალატა, ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, ცხოვრების იმ რიტმს, რა რიტმიც ჰქონდა", - აღნიშნა ზაალ კუპრაშვილმა.

ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×