რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთში მოღვაწე მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოთხოვნით მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად უკვე მიმართა.

„მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონებს არ ეწინააღმდეგება", - განუცხადა მელაძემ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას".

მომღერალმა განმარტა, რომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არსებობდა.

„თუმცა შემდეგ ეს საზღვრები გაჩნდა. ახლა კი მე მსურს, სულ მცირე ჩემთვის ეს საზღვრები კვლავ წავშალო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღებით მორალურ ზიანს არავის მივაყენებ", - განაცხადა მელაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×