რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) კურორტ ბახმაროში, ფერიცვალებობის სახელობის ეკლესიაში, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა სადღესასწაულო წირვა-ლოცვის ჩატარების შემდეგ, ტაძარში შეკრებილებთან იქადაგა და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით იმ ადამიანებს ქართველი ერისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, ვინც მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

„დღეს, აქ პოლიტიკას არ შევეხებოდი, მაგრამ შეუძლებელია, რომ არ შევეხო. როცა ადამიანი გამოდის და ქართველ ერს ლანძღავს, ქართველებს ადანაშაულებს თითქოს ომი დაიწყო საქართველომო. ომი დაწყებულია და ორი საუკუნეა მიმდინარეობს. არანორმალური უნდა იყოს ადამიანი, ამას რომ ვერ ხვდებოდეს. ღმერთმა შეუნდოს. ასეთმა ადამიანებმა, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×