რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) ზაზა სარალიძე სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც სარალიძე ამბობს, პირადად სოსო გოგაშვილი იყო ჩარეული არა მხოლოდ მისი შვილის მკვლელობის საქმის, არამედ სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში.

„ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად სოსო გოგაშვილი ჩარეული იყო არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში. პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 4- კაციან ჯგუფში, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, იყო ტერორისტობაში ბრალდებული. კარგი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირმა, ვინც ის გადააყენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი. ადამიანმა მთელი სახელმწიფო ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×