რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის პანაშვიდი დღეს თბილისში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გაიმართა.

ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრების ვარაუდით, მსახიობის გარდაცვალება, შესაძლოა, გულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

მსახიობი ზემო აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. თუმცა უცნობია დოლიძის ქუჩაზე ვისთან იმყოფებოდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×